91 წლის ქართველ მოხუც ქალს, ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა.
როგორც ოჯახის წევრები წერენ, ნათელა ფარემუზაშვილი, 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა შორიდან…
ეიფელის კოშკთან მისულმა 91 წლის ქალმა ოჯახს ამ ოცნების ასრულებისთვის, მადლობა გადაუხადა.
„გვიან, მაგრამ მაინც ამიხდინეთ ოცნება. არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება,“ – ამბობს ვიდეოში ნათელა ფარემუზაშვილი ქართულად და ფრანგულად.
მოხუცმა პარიზს ეიფელიდანაც გადმოხედა.
ოჯახის წევრები პარიზიდან სხვა ფოტოებს და ვიდეოებსაც ავრცელებენ.
როგორც ჩანს ოჯახმა საყვარელ მოხუცს მთელი პარიზი მოატარა.
ეს კი ძველი ვიდეოა, ამ დღეს ნათელა 90 წლის გახდა. ზუტად ერთი წლის შემდეგ მას ცხოვრების ოცნება აუხდა.