სელმა ჰაიეკმა ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტო ატვირთა. სურათზე, მექსიკელ-ამერიკელი მსახიობი ინგლისელ კოლეგასთან – კიტ ჰარინგტონთან ერთად არის გადაღებული.
,,ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ,,ჯონ სნოუსთან” ერთად ვმუშაობ! კიტ, საუკეთესო ხარ!” – დაწერა პოსტზე 53 წლის ლამაზმანმა.
ცნობილი გახდა, რომ ისინი ,,მარველის” მომავალ კინოსურათში – The Eternals გამოჩნდებიან. ფილმში ასევე, ანჯელინა ჯოლი მონაწილეობს.