LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ცვლიდნენ თეთრი სახლის ინტერიერს ქვეყნის პირველი ქალბატონები

876
523791

თეთრი სახლის ინტერიერი კონსერვატიზმის სიმბოლოა მიუხედავად პრეზიდენტების პოლიტიკური შეხედულებებისა. ტრადიციისამებრ თეთრი სახლის ინტერიერით აშშ-ს პირველი ლედია დაკავებული. ასეთი კი თეთრ სახლს 45 ჰყავდა. თითოეულმა მათგანმა მის მოწყობაში თავისი წვლილი შეიტანა, რამდენიმემ კი განსაკუთრებული კვალი დატოვა.

 

ჟაკლინ კენედი 1961-1963 წლებში

შეიძლება ითქვას, რომ ჟაკლინ კენედიმ რეზიდენციისთვის ახალი ეპოქა შექმნა. თეთრ სახლს ისტორიული სული დაუბრუნა და მუზეუმად გადააქცია. თითეული ოთახის ინტერიერი გარკვეული ეპოქიდან – ფრანგული იმპერიის, ვიქტორიანული ეპოქისა და კლასიკურ “ფეოდალურ“ ამერიკულ სტილში იყო გადაწყვეტილი. შედეგის მისაღწევად ჟაკლინმა ინტერიერში გამოიყენა ანტიკვარული ნივთები და ხელოვნების ნიმუშები კლასიკურ სტილში. სასადილო ოთახი ყვავილებისა და ხილის ლარნაკებით, კანდელიანი ბრებით გააფორმა. ასევე თამამი გადაწყვეტა იყო კედლების ღია ფერში შეღებვა, რადგან მანამდე ოთახის კედლები ყოველთვის მუქი ფერის იყო. შეხვედრების ოთახი კი მე-19 საუკუნის დასაწყისის სტილში გადაწყვიტა, სადაც პოპ-არტის სტილიც იყო შესამჩნევი.

 

ნენსი რეიგანი 1981-1989 წლებში

ნენსი რეიგანმა რეზიდენციაში მშობლიური კალიფორნიის შტატის ინტერიერისათვის დამახასიათებელი მსუბუქი სტილი შეიტანა. პირველი ლედი ცდილობდა სასახლეში მყუდრო გარემო შეექმნა და თეთრ სახლში ბევრი პირადი ნივთი და ავეჯი გადაიტანა. ბუშების საძინებელში კედლები მე-18 საუკუნის ჩინურ სტილში გააფორმეს, ხოლო ავეჯს ინგლისური სტილის ყვავილებიანი ორნამენტები ამშვენებდა.

 

ჰილარი კლინტონი 1993-2001 წლებში

ჰილარი კლინტონმა თეთრ სახლს ხელოვნების ნიმუშების კოლექცია – ნახატების, ჭედური და მინის ნაკეთობების სახით შემატა. მის დროს ისტორიული ინტერიერის რესტავრაცია მოხდა. ცისფერი ოთახი გაფორმდა პრეზიდენტ ჯეიმს მონროს მე-19 საუკუნის სტილში, ხოლო ერთ-რთი ოთახი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ინტერიერის სტილში.

 

ლორა ბუში -2001-2009 წლებში

ლორა ბუშმა თეთრი სახლის ინტერიერში მშვიდი, ბრწყინვალე, ელეგანტური, ტეხასის შტატის მდიდარი სახლებისათვის დამახასიათებელი სტილი შეიტანა (ჯორჯ ბუშის მშობლიური შტატი). ინტერიერში ჩალისფერი ჭარბობდა, მათ შორის ოვალურ კაბინეტშიც. გამოიყენეს მინიმალური დეკორი და ავეჯი.

 

მიშელ ობამა 2009-2017 წლებში

მიშელ ობამამ ბევრ რამეში ნოვატორი იყო. მან ერთმანეთში კლასიკური და თანამამედროვე ინტერიერის ელემენტები შერწყა. ოთახების გაწყობისა და შეღებვისას გამოიყენეს კაშკაშა ფერები და აბსტრაქტული ნახატები. სასადილოს კედლის ყვითელი ფერი, რომელიც კენედის პრეზიდენტობიდან მოყოლებული არ შევცლილა, მიშელმა მშვიდ, რუხ ფერში შეაღებინა.

 

მელანია ტრამპი – 2017-დღემდე

მელანია ტრაპმა თეთრ სახლში მდიდრული სტილი შეიტანა. ინტერიერში გამოყენებულია მოჩუქურთმებული, მოოქროვილი ნივთები და ავეჯი, რომელიც მე-18 საუკუნის მდიდრულ ინტერიერს მოგაგონებთ, როდესაც ევროპულ დიზაინში როკოკოს სტილი მეფობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g