LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან მოვალეობები შეუწყვიტეს

69

თურქეთში დააპატიმრეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ან სამსახურეობრივი მოვალეობა დროებით შეუჩერეს 45 ათას ადამიანს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათ შორის არიან სამხედრო პირები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტების დეკანები და ჟურნალისტები, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალურად მიიჩნევენ.

სულ სამსახურებიდან გაათავისუფლეს დაახლოებით 15 ათასი მასწავლებელი, 1 500 დეკანი, შსს-ს თითქმის 9 ათასი თანამშრომელი, 1 500 – ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი და პრემიერ-მინისტრის ოფისის 250 თანამშრომელი.

დაკავებულია 6 ათასამდე ჯარისკაცი, 9 ათასი პოლიციელი გაათავისუფლეს და 3 ათასამდე მოსამართლეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება დროებით შეუზღუდეს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს ადამიანები ფეთჰულა გიულენს უჭერენ მხარს, რომელსაც ანკარაში სამხედრო გადატრიალების ავტორად მიიჩნევენ.

თავად გიულენი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ამის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება მოითხოვს,  მოხდეს მისი ექსტრადიცია სამშობლოში და გიულენს ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერად მიიჩნევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g