LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სისხლის პროდუქტების დეფიციტი არ ყოფილა,” – სერგეენკო ავარიის შედეგად დაშავებულებზე საუბრობს

79

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამი კი – მძიმე რჩება.

„რაც შეეხება გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობებს, როცა მობილიზაციას აცხადებდნენ სისხლის პროდუქტებზე, გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის, სისხლის პროდუქტების“, – განაცხადა დავით მინისტრმა.

მისივე თქმით, სპეციალისტების ჯგუფი დაშავებულებთან გვიან ღამით ჩავიდა, დილის საათებში გაიმართება კონსოლიუმი და შუადღისთვის ექიმებს ექნებათ სამოქმედო გეგმა.

„რაც შეეხება გადმოყვანას, ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან სადაც არიან, მათ მკურნალობა კვალიფიციურად უტარდებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მინისტრი სამძიმარს უცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g