გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც აფხაზურმა მხარემ 2019 წლის 27 ივნისს დააწესა, მოხსნილია.
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა – ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ გადმოდიან
ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ უშიშროების სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, როგორც აფხაზური მხარე აცხადებდა, გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები თბილისში ივნისში დაწყებულ საპროტესტო აქციებს და შესაძლო საფრთხეს უკავშირდებოდა. შეზღუდვები არ ეხებოდა მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ მხარეს სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადმოდიოდნენ.