LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვართ ასე უპატრონოდ: დადიანების სასახლის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ

180
muzeumi1

რამდენიმე დღის წინ თბილისში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც განხილვის მთავარი თემა საქართველოში მინიმალური ხელფასი და მასთან დაკავშირებული პრიბლემები იყო. კონფერენცია საქართველოს პროფესიული კავშირის წარმომადგენლობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

ფონდის წარმომადგენლის, ფელიქს ჰეტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ქვეყანამ შესაბამისი სტანდარტები უნდა წარადგინოს.

 

“ეს არის კონფერენცია სახელწოდებით “მინიმალური ხელფასი”. ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში ინტეგრაციის სურვილი აქვს. შესაბამისად, ქვეყანამ უნდა წარმოადგინოს თავისი მინიმალური ხელფასის ოდენობა. ჩვენი განხილვის თემა არა მარტო საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ჩვენ გვჯერა, რომ თანდათანობით საქართველოს ეკონომიკას დავეხმარებით, რომ მინიმალური ხელფასის წარმოდგენა შეძლონ,”- განაცხადა ფელიქს ჰეტმა.

ქვეყანაში საშუალო ხელფასი 69 ლარით გაიზარდა

გაიგეთ დარგები, სადაც ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა

აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც არნიშნა, რომ ადეკვატური მინიმალური ხელფასის ოდენობა ქვეყანაში სამართლიანი გარემოს შექმნისთვის აუცილებელია.

კონფერენციას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურნენ ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების ნაწილი და აღნიშნეს, რომ დიდი ხანია მცირებიუჯეტიან შემოსავალზე საუბრობენ, თუმცა, მათი თქმით, პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

 

საქართველოში 23 ათას ადამიანს ხელფასი 100 ლარი ან ნაკლები აქვს

 

ჩვენ გამოვიყენეთ ყველანაირი ცივილური, ლეგიტიმური უფლება, გვეგონა 2020-ის ბიუჯეტში მაინც ვიპოვიდით ჩვენს თავს. დაგვრჩა ერთადერთი გზა, გაფიცვა და ამას მალე მიიღებთ“, – ნანა ფიფია.

 არაფრის იმედი არ მაქვს, რამდენჯერ დავწერეთ, მივწერეთ, რამდენჯერ თხოვნით მივმართეთ, მაგრამ შედეგი?” –  სოფიკო ფიფია.

უკვე დავიღალეთ ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლები ჩვენი ხელფასების გამოქვეყნებით. რატომ ვართ ასე უპატრონოდ მიყრილები კულტურის სამინისტროს მხრიდან, პასუხს გაგვცემს ვინმე? ეტყობა ადამიანებად არ გვთვლით. უდიდესი სურვილი მაქვს გამოგლანძღოთ ყველა, მაგრამ სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას“, – წერს მზისა ჭაფანძე.

mazda magti 5g