LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

91

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ორეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ნატოსთან მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.

„დღეს მქონდა მთავარსარდალთან ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთობლივად, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამისთვის დავგეგმეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა. ახლო მომავალში ეს ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს სტრატეგიაზე, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. ამ სტრატეგიაში გაწერილი იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აუცილებელია ნატოში ჩვენი ინტეგრაციისთვის, აუცილებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციისათვის. ასე რომ, მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები დავგეგმეთ და ამ ღონისძიებებს ფართო საზოგადოებას ახლო მომავალში ერთობლივად წარვუდგენთ,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g