ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად, $1.6-მილიონს დახარჯავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
„საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.ყოფილხართ საქართველოს ეროვნულ პარკებში? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები“, – წერია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.