Snoop Dogg-ის და მარიხუანას საოცარი მეგობრობის შესახებ ყველასათვის უკვე კარგად არის ცნობილი. რეპერიც ცდილობს საკუთარ თავს სრული კომფორტი შეუქმნას. ამის შესახებ ვარსკვლავმა ჰოვარდ შტერნის რადიოშოუში ისაუბრა.
ვარსკვლავმა მოსაწევის შემკეთებელი დაიქირავა, მისი „მარიხუანა-ასისტენტის“ პროფესიონალიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ის სნუპის გამოხედვით ხვდება, თუ როდის სურს მას მოწევა.
ასეთი მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად რეპერი თავის ხელქვეითს წელიწადში 40-50 ათას დოლარს გადაუხდის. მოსაწევის შემკეთებელი მომღერალს ყველა ტურნესა და კონცერტზე თან გაჰყვება.



