LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ფოტოკონკურსი იწყება

103

ტურისტული კომპანია ”ივერ ტური” მოგზაურობის და თავგადასავლების მოყვარულებს,  ბაქოში საგზურის მოგების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, ლაშა თურმანიძემ განუცხადა, ”ივერ ტური” ფოტოკონკურსს იწყებს, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

”გადავწყვიტეთ, ჩვენი ერთგული ტურისტებისთვის, საზაფხულო სეზონის მიწურულს,  მოგზაურობის კიდევ ერთი შანსი მიგვეცა.  ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, კონკურსის პირობები ძალიან მარტივია, პრიზები კი -მიმზიდველი. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი ბაქოს 3-დღიან ტურში, სრულიად უფასოდ გაემგზავრება,  მეორე ადგილზე გასულს კი შესაძლებლობა ექნება,  საქარათველოს ფარგლებში, ”ივერ ტურთან” ერთად რომელიმე მიმართულებით გადაადგილდეს”, – აღნიშნა თურმანიძემ.

მისივე ინფორმაციით, ფოტოკონკურსის პირობები შემდეგია:

  • მონაწილემ უნდა გააგზავნოს ფოტო ”ივერ ტურის” ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე, პირად შეტყობინებაში. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ფოტო იყოს თემატური და ხარისხიანი.
  • ფოტოს გაგზავნისას აუცილებელია ავტორის სახელის,  გვარის, ასაკისა და ფოტოს მოკლე აღწერის მითითება.
  • ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 1 ფოტოს გაგზავნა.
  • ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს, ან მას უნდა ჰქონდეს ამ ფოტოზე უფლებები.
  • კონკურსში არ დაიშვება ფოტოები, რომლის შინაარსიც შეცვლილია გრაფიკული პროგრამების საშუალებით  (Photoshop და სხვ.).
  • კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ინტერნეტ მომხმარებელი. საიტზე, ფოტოს ქვეშ განთავსებული ღილაკ Like-ის საშუალებით მომხმარებელი დააფიქსირებს თავის ფავორიტს. ფოტო, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ლაიქს, მიიღებს მთავარ პრიზს.

როგორც ”ივერ ტურის” დამფუძნებელმა აღნიშნა, ფოტოკონკურსის მთავარი მიზანი ქვეყანაში შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია და  მისი განვითარებისთვის ხელშეწყობაა. კონკურსი ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება.  ფოტოების მიღება კი დღეიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g