გელა ჩარკვიანის გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ამონარიდები მისი წიგნიდან – „ნაგერალა“. გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს, სადაც გელა ჩარკვიანი წერს:
ყოველდღიურად კლებულობს იმ ადამიანების რიცხვი, ვისთანაც შემიძლია სრულფასოვნად ვისაუბრო, იქნება ეს საერთო წარსულის თუ მსგავსი ინტელექტუალური რეგისტრის გამო. თავში მოსული ყველა აზრის გაზიარება მინდება რომელიმე კონკრეტულ ახლობელ ადამიანთან, თემატიკისა და სტილისტიკის გათვალისწინებით. აი, ამ საკითხზე მამაჩემთან დავილაპარაკებდი, ამაზე დედასთან, ამაზე ირაკლისთან, ამაზე გოგისთან, ამაზე მერაბთან. ამ პიკანტურ ეპიზოდზე მე და ოთარ წერეთელი ბევრს ვიცინებდით. სად არიან გურამ ჟვანია, დათო დავლიანიძე, ოტია სოხაძე, ოთარ სულაბერიძე, კოკა ცხაკაია, ინგა გარუჩავა, ჩემი ბიძაშვილი შალვა ჯაოშვილი, სიდედრი ნინო თოიძე და ცოლის და, ლანა მესხი? ყველაზე უფრო კი ნანა მაკლია. მასთან აუხსნელი მიზიდულობის ძალა მაკავშირებდა. სხვა. მისტიკური.
#ნაგერალა