ვარკეთილში, 65 წლის ტაქსის მძღოლის, მიხეილ კაჭარავას მკვკლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებული, 23 წლის გიორგი ნიჟარაძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, ავთანდილ ტყებუჩავას განცხადებით, ნიჟარაძე ტაქსის მძღოლს შეუთანხმდა, რომ გზავრობის საფასურსს, 15 ლარს გადაუხდიდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, გიორგი ნიჟარაძე ნათესავთან ავიდა და ფული გამოართვა, ნიჟარაძეს ნათესავმა 10 ლარი მისცა, რასაც ტაქსის მძღოლსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი მოჰყვა. ადვოკატის თქმით, ტაქსის მძღოლმა ბრალდებულს დედა, შემდეგ კი გარდაცვლილი ტყუპისცალი შეაგინა, რის შემდეგაც მან თავდაცვის მიზნით დანა ამოიღო.
ტაქსის მძღოლის მკვლელობის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი დააკავეს
ცხელ კვალზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი
“იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა… ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს” – განაცხადა ნიჟარაძემ სასამართლოზე.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, გიორგი ნიჟარაძეს ტყუპისცალი ძმის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
თბილისში ტაქსის მძღოლი მოკლეს
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.
ბრალდებულის ადვოკატმა ნიჟარაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ბრალდების მხარეს ტაქსის მძღოლის გარდაცვალების მიზეზი არ აქვს დადგენილი და ის ექიმების უყურადღებობით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, შემთხვევა ვარკეთილში, 27 ოქტომბერს მოხდა. ბრალდებულმა 65 წლის ტაქსის მძღოლს ცივი იარაღის გამოყენებით, ზურგის არეში 2 ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 19 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
