LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის რაც სამების ეზოში ხდებოდა არც ერთი ადამიანის გასვენებაში არ უნახავს არავის“ – სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭები გიორგი ნიჟარაძე და გიორგი რატიანი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა

3613
fot

სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭები გუშინ დაკრძალეს.

გიორგი ნიჟარაძე და გიორგი რატიანი, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდს უამრავი ადამიანი დაესწრო. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურო❤️?როგორ უნდა მოახერხოს 30 და 31 წლის ბიჭებმა ახმელა სიყვარული?!.

როგორ უნდა მოასწრო, ამდენი მლოცველი შეიძინო და ბოლოს ამდენი მომხსენებელი დატოვო ამ ქვეყანაზე❤️?
დღეს რაც სამების საკათედრო ტაძარში და მის ეზოში ხდებოდა ეს არც ერთი ადამიანის გასვენებაში არ უნახია არავის,არც სვანეთში არც თბილისში??დღეს არ განირჩეოდა ქალი,კაცი,ბიჭი,გოგო და ბავშვი,ყველა ერთხმად დასტიროდა ცხარე ცრემლებით ამ ორ ულამაზეს და უკარგეს სვან ვაჟკაცებს??

საიდან იცნობდნენ ამდენ სასულიერო პირს და მონაზვნებს ეს ბიჭები,ასეთი ცხარე ცრემლით მტირალი არ მინახია სასულიერო დასი?როგორ დასტიროდნენ ბერები და მონაზვნები,როდის მოასწრეს ასეთმა პატარებმა ამხელა სიყვარულის დათესვა და შემდეგ მიღება?!.
მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისათვის??

ჭირისუფალს ნუგეშად,დღევანდელი დღეც ეყოფა,რადგან დღეს მიიღეს მათი შვილების აღზრდის პასუხი.❤️❤️

უფალმა შეიწყალოს ორი გიორგის სული და აცხონოს✝️✝️

მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში ახლად შესვენებულნი:გიორგი,გიორგი.

მესამე გიორგი,რომელიც გაადარჩინა უფალმა გააძლოეროს უფალმა მათი სულების გადასარჩენად“ – აღნიშნულია გვერდზე „სვანეთი საქართველოს მშვენება“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები