LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი – სააკაშვილი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე

227
cms-image-000011434

“ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი”, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს.

მეუფე პეტრე სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა (ვიდეო)

,,ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე- ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები.

ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება”- წერს მიხეილ სააკშვილი

შეგახსენებთ, დღეს, სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრე მღვდელმთავროვბიდან გადააყენეს. მისი თქმით ამის მიზეზი, მისი მხრიდან ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო. სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის

რა ხდებოდა სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოში (ვიდეო)

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.

მისი თქმით, ეკლესიამ, პატრიარქის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

მეუფე პეტრეს თქმით, ის მსახურებას გააგრძელებს.

"დროებით დამარცხებული მართალი ბევრად ძლიერია ვიდრე დროებით გამარჯვებული ბოროტი... მადლობა ღმერთს რომ დავისაჯე სიმართლისთვის" - მეუფე პეტრე

,,ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელს ჰქვია პიდარასტი" - მეუფე პეტრეს განმარტება დღევანდელ განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g