LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი” გასაყიდად აუქციონზე გამოიტანეს

470
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“

„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს აცხადებს.

„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად.  სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარია. დეტალურ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პოტენციური ინვესტორებისთვის მომზადებული აუქციონის პირობები მოიცავს. აუქციონის მომზადების მიზნით, მითითებული პირობები წინასწარ დაეგზავნათ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სასტუმრო ბიზნესით დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს.

აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება  ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, აუქციონის ნომერი: 117207, ლოტი: #633595.

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე  მიწის ნაკვეთი – 234425.00 კვ.მ,   მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების  შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.

საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს, 15:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“  ახალი მფლობელი აუქციონის წესით გამოვლინდება.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g