LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან პრემიერაზე სტატიას აქვეყნებს

708
-109585595-cc49422e-8525-4aa6-ab17-262b9fc47057

BBC თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სტატია სათაურით „ცეკვა კამათის თანხლებით“ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას მიეძღვნა.

როგორც “ბიბისის” ჟურნალისტი წერს, ლევან აკინის ფილმი, რომელიც ქართული ტრადიციული ცეკვების მოცეკვავე მერაბზე მოგვითხრობს, თავის სექსუალურ ორიენტაციას ეროვნულ ანსამბლში ვარჯიშის დროს აღმოაჩენს.

აქვე აღნიშნულია, რომ ჟურნალის Variety-ისთან ინტერვიუში, ქართულ-შვედური ფილმის დირექტორმა თქვა, რომ ფილმით კონსერვატიულ საზოგადოებაში ჰომოსექსუალიზმის საკითხთან დაკავშირებული გამოწვევების წარმოჩენა სურდა, ასევე იმის, რომ იმედი მომავალ თაობაშია, მასვე სურდა ხელოვნებისა და ტრადიციების როლის წარმოჩენა.

“ბიბისი” წერს, რომ ფილმმა უკვე მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და სარაევოს კინოფესტივალზე. ის ასევე აჩვენეს სხვა კინოფესტივალებზე, მათ შორის კანისა და ლონდონის კინოფესტივალებზე.

აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ" კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა

“ბიბისი წერს”, რომ შვედეთმა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” უკვე შეარჩია, როგორც საუკეთესო საუკეთესო მხატვრული ფილმი ოსკარზე წარსადგენად.

ფილმმა ეკლესიის წარმომადგენლების გაღიზიანებაც გამოიწვია. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გააკრიტიკა ფილმის პრემიერა და მის ეკრანიზაციას უწოდეს-“თავდასხმა ეკლესიაზე”. წერს ბიბისი და აქვე აღნიშნავს, რომ ბატონმა აკინმა ფილმთან დაკავშირებული მღელვარება უკვე დაგმო.

ლგბტ ჯგუფებმა პრემიერ-მინისტრს  უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვეს.

„ბიბისი“ იუწყება, რომ გარკვეული ჯგუფები მოქალაქეებს დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ რათა “ბნელ ძალებს” ებრძოლონ.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნისნავს, რომ ფილმთან დაკავშირებით პროტესტი საქართველოში სიახლე არ არის და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც თბილისში 2006 წელს რონ ჰოვარდის ფილმ „და ვინჩის კოდის“ ჩვენების დროს მოწყობილი დემონსტრაციაა ასახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g