LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო და აგრარული პროდუქცია ჩინეთში განბაჟების გარეშე შევა

91

ქართველი მეწარმეები ღვინოსა და აგრარულ პროდუქციას ჩინეთის ბაზარზე ბაჟის გარეშე შეიტანენ. ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განბაჟების ახალი პირობები მომავალი წლიდან ამოქმედდება.

„ჩვენი პროდუქციის 95% -ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე ყველანაირი დამატებითი გასახადების გარეშე შევა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ღვინოზე და აგრარულ პროდუქციაზე, ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე საბაჟო ტარიფები გაენულებინა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ჩინეთთან “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 7 თვეა მიმდინარეობს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეთახმებაზე ხელმოწერის და რატიფიკაციის  შემდეგ შევა ძალაში.

magti 5g