LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორგანიზაცია ARIC LLC საქართველოში ახალი ინვესტიციების ჩადებითაა დაინტერესებული

123

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ  ორგანიზაცია ARIC LLC – ის ხელმძღვანელმა აფზალ რავარმა ირანული ინვესტიციების შემოსვლის შემაფერხებელი საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ინვესტიციების შეფერხება საქართველოს სავიზო პოლიტიკას უკავშირდება.

ორგანიზაცია ARIC LLC  საქართველოში, კერძოდ კი, კახეთის რეგიონში მევენახეობის მიმართულებით 28 მილიონი დოლარის ინვესტიციის საფუძველზე ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე მუშაობს და ხელისუფლებისაგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სავიზო პოლიტიკის კუთხით ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს.

აფზალ რავარი საქართველოში ბიზნესის გაფართოებით და ახალი ინვესტიციების ჩადებითაა დაინტერესებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g