LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური საავტომობილო ბრენდები ევროპის ბაზარს იპყრობენ – Chery-ს გაყიდვები 322%-ით გაიზარდა

109
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ჩინურმა ავტომწარმოებელმა Chery-მ ევროპის ბაზარზე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ბრენდის მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები ევროპაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 322%-ით გაიზარდა. სიახლის შესახებ Reuters-ი წერს.

მნიშვნელოვანი ზრდის წყალობით, Chery ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლების რეიტინგში უკვე მე-12 პოზიციაზე გადავიდა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა გაერთიანებული სამეფო, რომელიც კომპანიისთვის ევროპის ერთ-ერთ მთავარ ბაზრად რჩება. აქ Chery-ის გაყიდვებმა 76 825 ავტომობილს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 241%-იან ზრდას ნიშნავს.

ევროპაში პოზიციებს აქტიურად იმყარებენ სხვა ჩინური ბრენდებიც. BYD-ის გაყიდვები 114,5%-ით გაიზარდა და 27 008 ერთეულს მიაღწია. ზრდა დაფიქსირდა ასევე SAIC Motor-ისა (+37,8%) და Geely-ის (+6,2%) შემთხვევაში.

ევროპული ავტო გიგანტების შედეგები შედარებით ზომიერი იყო. Volkswagen-ის გაყიდვები 3,5%-ით გაიზარდა, Stellantis-ის – 6,7%-ით, BMW-ის – 2,4%-ით, ხოლო Mercedes-Benz-ის – 7%-ით. ამავე დროს, Renault Group-მა 3,6%-იანი კლება დააფიქსირა.

საერთო ჯამში, ევროპის ავტო ბაზარი 2026 წლის აპრილში 6,4%-ით გაიზარდა და 1,15 მილიონზე მეტი ახალი ავტომობილი გაიყიდა. ბაზარზე განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის წილი – ელექტრომობილებმა, ნახევრად ჰიბრიდებმა და ჰიბრიდულმა მოდელებმა გაყიდვების ორ მესამედზე მეტი დაიკავეს. ამ ფონზე, ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები, შესაბამისად, 15%-ით და 17%-ით შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g