შობა-ახალი წელი ახლოვდება და საერთაშორისო კომპანიები სარეკლამო კუთხით განსაკუთრებით აქტიურდებიან. ცოტა ხნის წინ, კერძოდ 15 ნოემბერს youtube-ზე ამერიკული რესტორნების უმსხვილესი ქსელის McDonald’s-ის საშობაო ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელსაც უკვე მილიონობით ნახვა და გაზიარება აქვს.
ულამაზესი და სიკეთით სავსე ანიმაციური ვიდეორგოლი, ერთი გოგონასა და ირემის მეგობრობაზე გვიყვება. როგორც ცნობილია, კამპანიაზე სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი სპეციალურად დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის შეიქმნა და აღნიშნულ ქვეყანაში, McDonald’s-ის მომხმარებლებს საშობაო აქციაში ჩართვის და საჩუქრების მოგების საშუალებას აძლევს.