ყოველწლიურად ლონდონის თეატრში საქველმოქმედო ღონისძიება Royal Variety Performance იმართება. წელს ღონისძიების საპატიო სტუმრები პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გახდნენ. კონცერტზე კოლინა ტაკერი, ემელი სანდე, ფრენკ სკინერი და სხვა ვასრსვლავები გამოვიდნენ. შემოსული თანხა საესტრადო მომღერელებისთვის განკუთვნილ ფონდში გადაირიცხება, რომლის პატრონაჟასც დედოფალი ეწევა.
ამ დღეს ქეითმა არჩევანი „ალექსანდრე მაკქუინის“ შავ კაბაზე გააკეთა, რომელიც უამარვი მაქმანით იყო გაფორმებული. ანსამბლს „ერდემის“ საყურეები და „ჯიმი ჩუს“ კლატჩი ასრულებდა.