LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებული 37-ვე პირი თავისუფალია – საქმის განხილვა გაგრძელდება

131
Untitled (1)

18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულია, მათ შორის – ელგუჯა ბაგრატიონი, გურამ მჭედლიშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი ბუნტური და ლუკა ჭიჭინაძე. მოსამართლემ საქმის განხილვის დასრულება გუშინ ვერ მოასწრო. პროცესი დღეს, 13:30 საათზე განახლდება.

18 ნოემბრის საქმეზე დაკავებულთა პროცესი ჯამში 14 საათზე მეტ ხანს  გაგრძელდება.გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის სამი საათისთვის მიიღო.

აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. დემონსტრანტებს ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულთა პროცესის განხილვისას, მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ცეცხლის წაკიდების საშუალება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს და მამაკაცი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავის დაწვა სცადა

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით სპეცრაზმმა დაშალა

მამაკაცი, რომელმაც თავის დაწვა სცადა,  მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრია.

„ეს იყო ხელისუფლების მიმართ ერთგვარი პროტესტის გამოხატულება”– განაცხადა დავით ქაცარავამ.

აქციის დაშლისას პარლამენტთან, სულ, 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

18 ნოემბერს განვითარებული მოვლენები მოკლედ:

დღეს,სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.

დღის კადრად იქცა ახალგაზრდა მამაკაცის გადაწყვეტილება, სპეცრაზმის წინ დაწოლილიყო და ამ ფორმით შეეკავებინა მათი მსვლელობა.

სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)

შეგახსენებთ,გუშინ  ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედების გეგმა გამოაცხადეს.“სირცხვილია” 25 ნოემბრისთვის მასშტაბურ აქციასა და პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს.

"როდემდე უნდა ვიდგეთ ორივე მხარეს ერთნაირი თვალებით" - დღის ემოციური კადრი

დღის კადრად იქცა ერთ-ერთი სპეცრაზმელის გამომეტყველება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები