LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უშლის საქართველოში ირანული ინვესტიციების შემოსვლას ხელს?

80

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, ირანელ ბიზნესმენებს საქართველოში შემოსვლისას გარკვეული პრობლემები ექმნებათ.

როგორც მან რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა ”ბიზნეს კურიერში” განაცხადა, ირანელ ინვესტორებს სჭირდებათ, მეტი ნდობა საქართველოს საზღვარზე შემოსვლისას.

მისი თქმით, ირანული წარმოშობის გამო, მათ დაახლოებით 1 საათით დიდხანს ამოწმებენ. მელიქიძე ამბობს, რომ ეს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს.

”ირანული ბაზარი, ჩვენი შეხედულებით, საკმაოდ დიდი ბაზარია და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოში ამ ქვეყნიდან რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში ირანთან სავიზო პოლიტიკის მხრივ, იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ეს ბარიერები მოიხსნა. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული საერთაშორისო შეხედულებები. ირანელი ინვესტორები ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მათი სახელების შემოწმებაზე დიდი დრო არ დაიხარჯოს. მათ საზღვარზე დაახლოებით ნახევარი საათიდან 1 საათამდე უწევთ დაყოვნება. ინვესტორების თხოვნაა, რომ როდესაც მათი ავტობიოგრაფია საერთაშორისო დონეზეა შესწავლილი, საზღვარზე დამატებით აღარ შეამოწმონ”, – განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.

მანვე აღნიშნა, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია აუცილებელია.

მელიქიძის განცხადებით, ამ მიზნით პრეზიდენტის ეკონომიკური გუნდი ინვესტორებს ხვდება და ქართული პროდუქციის სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტის ხელშეწყობაზე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g