LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Netflix-ი სერიალ „ვიკინგების“ გაგრძელებას გადაიღებს (ვიდეო)

206
page

ირლანდიურ-კანადური ისტორიული ჟანრის საკულტო სერიალის „ვიკინდების“ პრემიერა 2013 წელს შედგა. ეპიკური ბრძოლები, მცირე მისტიკა, ბევრი სისხლიანი სცენა, ინტრიგები და იდეალურად შექმნილი ატმოსფერი, რომელიც VIII-XI საუკუნეებში მარტივად გვამოგზაურებს. ამ ყველაფერს დავუმატოთ საუკეთესო სამსახიობო ქასთი და ხარისხიანი მუსიკა, – შედეგად ვიღებთ სერიალ „ვიკინგებს,“ რომელმაც ეკრანებთან უამრავი ადამიანი მიაჯაჭვა.

თუკი ფიქრობით, რომ თქვენი საყვარელი ტელშოუ, მე-6 სეზონით დასრულდა, გაგახარებთ და გეტყვით, რომ Netflix-ი სერიალ „ვიკინგების“ გაგრძელებას გადაიღებს, The Hollywood reporter-ის ინფორმაციით, მისი სახელი იქნება Valhalla და  სიუჟეტი ვიკინგებში ასახული ბოლო მოვლენებიდან ასი წლის შემდეგ განვითარდება.

წინ ვიკინგების ახალი ლეგენდა გელოდებათ, რომლის სცენარზეც  ჯებ სტუარტი, მაიკლ ჰირსტი და მორგან ო’სალივანი იმუშავებენ. მე-7 სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გავიხსენოთ საკულტო სერიალის მე-6 სეზონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები