თბილისში ჩინეთის ჩინეთის საექსპორტო პროდუქცია გამოიფინება. ღონისძიება დღეს, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას“ 11-ე პავილიონში გაიმართება და ის საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ტარდება. გამოფენაში 80-მდე ჩინური კომპანია მონაწილეობს, მათ შორის ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები, ასევე აგრო-სექტორი.
ორგანიზატორთა ცნობით, გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უანგ ჟინჩენი წარდგებიან.
გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი ასლანიშვილი და ”საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა.
ღონისძიების პარტნიორები საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან.
გამოფენა 2016 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.