LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: სკანდალური ფილმის მთავარი გმირი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპში მონაწილეობდა (ვიდეო)

476
14354995-515804575292397-4081614680776943831-n

საქართველო იქ არის, სადაც ქართველები ცხოვრობენ და არა მარტო ეთნიკურად ქართველები. და მაინც, სად არის „ჩემი საქართველო“?!

უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ საქართველო ხშირად არის ქუჩაში, პირდაპირი გაგებით. აქციაზე, საპროტესტო მიტინგზე, საკანში, კარავში, სცენაზე, „ხალხზე ცოტა მაღლა“, დევნილობაში, ემიგრაციაში და ა.შ.

„ჩემი საქართველო“ – პარლამენტის შენობის წინ არის და შენობაშიც, თბილ დარბაზებშიც; რეზინის ტყვიებშიც იყო და დათხრილ თვალებში; საქართველო წყლის ჭავლის მანქანაშიც იჯდა და ჭავლის სამიზნე ხალხშიც იყო; პოლიციის ფორმაშიც არის საქართველო და ხელებაფარებულ სახეებშიც; რკინის ბარიკადების ორივე მხარეს დგას საქართველო; უძლურების ცრემლებშიც არის, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ გლეხის დაკოჟრილ ხელისგულებშია, რომელიც აფრენილი დრონიდან გადაღებულ ვიდეოებში არ ჩანს.

„ჩემი საქართველო“ –  თბილისის და ბათუმის კინოთეატრებთანაც იყო, იმ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებებში, იმ დასისხლიანებულ სხეულებზე, იმ ადამიანებშიც ვისაც ჯვარი და ხატი ეჭირათ, იმ ჯგუფშიც, სადაც ხელოვნება და კულტურა ვერ ან არ აღიქვეს, იმ ადამიანებშიც ვინც მიიჩნევდა, რომ ქართული ტრადიცია შელახულია, მაგრამ „მათ მაინც იცეკვეს“.

მხოლოდ სარეკლამო ვიდეოკლიპებში არ ჩანს საქართველო მშვენიერი, რომელსაც წინასაარჩევნოდ სპეციალური დაკვეთით იღებენ. თუმცა იმ ხალხის უმრავლესობამ, ვინც ფილმი „და ჩვენ მაინც ვიცეკვეთ“ გააპროტესტა და მსახიობები ლამის ჩაქოლა, არც კი იციან, რომ 2016 წლის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნების ვიდეოკლიპში სწორედ ლევან გელბახიანი მონაწილეობდა. არა და, აქციაზე, რომელიც კინოთეატრების წინ იმართებოდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ამომრჩევლები ჭარბად იყვნენ მობილიზებული.

სამი წლის წინ მთელი საქართველო რომ აამღერა და ააცეკვა იმ კლიპში („ჩემი საქართველო აქ არის“) მთელი მმართველი პარტიის ბედნიერი და მომავლის კეთილი იმედებით სავსე სახეები ჩანს. ზოგი წასული ცნობილი სახეები ცეკვავენ, ზოგი წასულიც და მოსულიც რამდენჯერმე, თუმცა უცვლელი დარჩა ლიდერი და მისი იდეოლოგია.

ხვალ დილას ისევ პარლამენტთან იქნება საქართველო, რომელიც დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ. ოპოზიცია, რომელიც ისევ პიკეტირებით იმუქრება, ისევ ქართული პოლიცია დაშლის. მერე ისევ აფრინდება დრონი და იმ საქართველოს გადაიღებს, რომელიც „სად არის“ ზუსტად კაციშვილმა არ იცის, მაგრამ ამაზე ვიკამათებთ, ვიჩხუბებთ და ალბათ კიდევ ერთხელ თვალებსაც დავთხრით ერთმანეთს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g