LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა კიდევ სალომე ზურაბიშვილი დამაცვევინეთ… თუ დაცვა უნდა, ჯერ თავად გადადგას ნაბიჯი – შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი“ – ვაშაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

237
ვაშაძე და სალომე

„ეს ქალი ისედაც ნახევრად ლეგიტიმურია და მადლობა თქვას, რომ მის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ. თუ დაცვა უნდა, ჯერ თავად გადადგას ნაბიჯი – შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა და აღნიშნულით უპასუხა კითხვას პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ.

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა „ქართული ოცნების“ „ეს საკითხი ყოველგვარ აქტუალობას მოკლებულია“. ვაშაძის თქმით, „ეს სისულელე და აბსურდია“.

„ხელისუფლებაში მყოფი ძალა გამოდის, იმპიჩმენტს ვიწყებო და ამბობს, 100 ხმა არ მაქვსო? აბა რა იმპიჩმენტს იწყებენ, რისთვის?

„ყველაფერი „ოცნების“ „შოუა“.. არც იმის მჯერა, რომ ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი გააჩნია,  ევროკავშირის დედაქალაქებში მოლაპარაკებებით რაიმე შედეგი დადოს - ერთადერთი რაც შეუძლია, სააკაშვილი გამოუშვას“ – ჯაფარიძე

„მე არ მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულდეს იმპიჩმენტით. ეს იქნება პროცესი, რომელიც წამოიწყო „ოცნებამ“ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი თვის განმავლობაში ყურადღება გადაიტანოს“.

იწყებენ იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ შოვზე, გაჭირვებაზე, იმაზე, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის, რადგან სამუშაო ადგილებს ვერ შოულობს, არ ვისაუბროთ სოფელსა თუ ქალაქში არსებულ პრობლემაზე და ვისაუბროთ „იმპიჩმენტი, იმპიჩმენტმა, იმპიჩმენტ“…

წავიდნენ და თავის თავს ესაუბრონ. 100 ხმა არ აქვთ – თემა დახურულია. დღევანდელი სურათით გამორიცხულია. თვითონ ამბობენ, 100 ხმა არ გვაქვსო? აბა რას მაიმუნობენ?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა და სტრატეგია არ აქვს და იმაზე არიან გადასულები, რა მოიგონონ ყოველ კვირაში, რომ ხალხის ყურადღება იქით გადართონ.

„დაბნეული ქათმებივით არიან. ესენი არიან უსუსტესი ფარჩაკები. პოსტს დადებენ და მათ მიერვე დაქირავებული 500-700 „ტროლ- ბოტი“ „ალაიქებს“. ილუზიაში მოექცნენ, რომ რაღაც მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ მხარდაჭერა არ აქვთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

„ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი

დასმულ კითხვაზე, მზადაა თუ არა ოპოზიცია, ზურაბიშვილის დასაცავად, ვაშაძე შემდეგნაირად უპასუხა: „ახლა კიდევ სალომე ზურაბიშვილი დამაცვევინეთ“.

მისივე თქმით, სამომავლოდ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ წარმოუდენია, რადგან მას „ერთხელაც კი არ უხსენებია რეალური პრობლემა – ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობა“.

„ეს ქალი ისედაც ნახევრად ლეგიტიმურია და მადლობა თქვას, რომ მის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ. თუ დაცვა უნდა, ჯერ თავად გადადგას ნაბიჯი – შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. გინდათ, ულტიმატუმად ჩათვალეთ, რადაც გინდათ.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი“ – მიხეილ სააკაშვილი

მისი ვალდებულებაა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და რაც უფრო დააგვიანებს, მით უფრო ცუდი იქნება მისთვის. მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გამოუშვან.“ – თქვა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

პოპულალურები