თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში, მოძრაობის თეატრი უილიამ შექსპირის დაბადების დღეს მისი პიესის, „ქარიშხლის“ პრემიერით აღნიშნავს.
საპრემიერო ჩვენებები 8-დან 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„ქარიშხალი“სამგანზომილებიანი პროექციისა და მულტიპლიკაციის გამოყენებით გაცოცხლდება. 8 ოქტომბერი ,ასევე, მოძრაობის თეატრის დაბადების დღეა.
უილიამ შექსპირის უკანასკნელი პიესა მოძრაობის თეატრში უსიტყვოდ, საჰაერო აკრობატიკის, ფიზიკური თეატრისა და საბრძოლო ხელოვნების ელემენტების გამოყენებით გათამაშდება.
სპექტაკლის რეჟისორი – იოსებ ბაკურაძეა, მონაწილეობენ: ანა თალაკვაძე, ლაშა რობაქიძე, ბექა პაიკიძე, ელიზბარ ჩხეიძე, ლევან ქარჩილაძე, სალომე ქავთარაძე, ნიკოლოზ გოგიძე, უჩა მჟავია.სპექტაკლისთვის ორიგინალური მუსიკა თეატრის კომპოზიტორის სანდრო ნიკოლაძის მიერ შეიქმნა.
საპრემიერო ჩვენებები: 8, 9, 15 და 16 ოქტომბერი – 20:00 სთ-ზე შედგება.