LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორწლინახევრის სტრესმა ჩემი ნერვების პატრონსაც დაამჩნია დაღი – გრიგოლ ვაშაძემ უცენზურო მიმართვის გამო მედიას ბოდიში მოუხადა

239
888

გრიგოლ ვაშაძემ აქციის მსვლელობის პერიოდში გამოყენებული უცენზურო სიტყვების გამო, მედიის წარმომადგენლებს ბოდიში მოუხადა.

„მე გადმომცეს, რომ ჩემზე ბიჭები (ოპერატორები) არიან განაწყენებული. ადამიანურად, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. ორწლინახევრის სტრესმა ეტყობა ჩემი ნერვების პატრონსაც კი დაამჩნია თავისი დაღი, თუმცა ეს გასასამართლებელი არგუმენტი არ არის. ამიტომ, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. მეორე, ვინმეს რომ ტელეფონი აგეღოთ და დაგერეკათ, შუამავლების გარეშე, უკეთესი იქნებოდა. მართლა გული დამწყდა, პატივისცემის მეტი თქვენთან მეტი მე არაფერი არ მაქ, თუ არ ჩავთვლით ასაკის შესაბამის ბუზღუნს.”

“კამერები მიატრიალეთ, თქვე ჩემისებო, რას იღებთ?!” – ასე მიმართა 2 კვირის წინ  პარლამენტთან გამართულ აქციაზე, გრიგოლ ვაშაძემ ხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები