LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ის მეფეა… მას ჯარის მიმართ ზიზღი აქვს” – დიმიტრი შაშკინი

289
შაშკინი - ფორტუნა

ოპოზიცია, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები, სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პირველი პირის წინააღმდეგ – სალომე ზურაბიშვილს მისი განცხადებების გამო აკრიტიკებენ. ქვეყნის მთავარსარდალმა თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არც ეყოლება.

რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს.

„ყველა ნორმალურმა ადამიანმა ზუსტად გაიგო , რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ეს არის სამარცხვინო განცხადება. ეს ის ადამიანია, რომელმაც თქვა, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა ჩვენმა ჯარმა. ზუსტად ეს განცხადება რუსეთმა ჰააგაში წარადგინა დოკუმენტად, რომ ქართველი გენერლები უნდა გასამართლდნენ. მას აქვს ზიზღი ჯარის მიმართ”, – აცხადებს შაშკინი.

"რას ემსახურება პრეზიდენტის ბულინგი?" - სალომე ზურაბიშვილი პირადად აკეთებს განმარტებას

"მცდელობაა პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს იგნორირებული, დაკნინებული, დამახინჯებული, და გადაფარული ახალი “სკანდალით”.

“ფორტუნას” კითხვაზე, ეს იყო მისი სუბიექტური აზრი თუ აქ იკვეთება რუსული პროპაგანდისტულ კვალიც, შაშკინი პასუხობს:

– არამარტო რუსული კვალი, მე მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ – გაიხსენეთ, ვინ იყო ბილბორდებზე წინასაარჩევნოდ.

– ივანიშვილს გულისხმობთ?

– არა მარტო, ყველას, ვინც ახლა ცდილობენ, რომ ზურაბიშვილი გაამართლონ. გავიგე, რომ ამ ქვეყანას ჰყიდიან, მაგრამ სახლში ხომ რჩევიან, შვილებს თვალებში ხომ უყურებენ, რას ეუბნებიან.

 

რაც შეეხება იმ საკითხს, იფიქრა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა, რა რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერზე საერთაშორისო საზოგადოებას, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გვითხრა, რომ მას ეს არც მანამდე აინტერესდებდა.

“როდესაც თქვა, რომ ცხინვალი ჩვენ დავბომბეთ, მაშინ იფიქრა და აინტერესებდა საერთაშორისო საზოგადოების აზრი?  ზურაბიშვილს ახასიათებსმ რომ რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. გახსენებთ, რა თქვა, რომ მე ზემოთ ვარ, თქვენზე მაღლა ვდგავარ, ანუ თქვენ ჩემი დონის არ ხართო. ნუ ცდილობთ, რომ ნორმალური ადამიანის ლოგიკით შეაფასოთ მისი განცხადებები. ის თვლის, რომ ამ ქვეყნის მეფეა”, – აცხადებს შაშკინი. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g