LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლევანდელი საახალწლო სლოგანია “ისტორიებით სავსე თბილისი” – მერიის პრესსამსახური განმარტებას აკეთებს

865
25323327-1766001566752397-438675077-n-700x336

თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი საახალწლო განათებებთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განმარტებას აკეთებს. მერიის თანამშრომელი აღნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრში წარწერა “ისტორიით სავსე ქალაქი” მონტაჟდება, საზოგადოების ნაწილი კი მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

“მეგობრებო, ვწერ მედიის საყურადღებოდ-შეცდომაში არ შეგიყვანონ ვაიპოლიტიკოსებმა. მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლებაზე მონტაჟდება საახალწლო განათება, წარწერით- “სიცოცხლით სავსე ქალაქი”. წლევანდელი საახალწლო სლოგანი არის “ისტორიებით სავსე თბილისი”, რომლის მონტაჟი დაიწყო რამდენიმე დღის წინ და უკვე დასრულებულია.
მესმის რთული და მძიმე ემოციებით სავსე დღეებია ყველასთვის, მაგრამ არსებობს მორალი, ზნეობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იგივე ჩვენი შვილების წინაშე, მათი მომავლის წინაშე და არ გვაქვს უფლება მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს თვალი დავუხუჭოთ.” – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

“სიცოცხლით სავსე ქალაქი” შეიცვალა და გახდა “ისტორიებით სავსე ქალაქი”

 

 

mazda magti 5g