“მწვანე სკოლის” დირექტორი კახა დავითური სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ლუკა სირაძეს ბოდიშს უხდის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“ალბათ ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი. მაპატიე, შვილო…” – წერს დავითური.
შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა, 17 დეკემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუიციდის მცდელობას წინ უძღოდა, “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მისი მოწმის სახით დაკითხვა.
"რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს" - "მწვანე სკოლის" დირექტორი
მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე.
როგორც ადვოკატი ამბობს, დაკითხვის დროს მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ლუკას გარდაცვალების დღესვე დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის გამომძიებელი, მარიამ ჩოლოიანი, რომელმაც 15 წლის მოზარდი დაკითხა. ჩოლოიანი ჩვენების მიცემის იძულებაშია ბრალდებული, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.