რადიო „არდაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ სტუმარია თამრიკო მეჭიაური და ნანა ცინცაძე ესტუმრნენ.
თამრიკო მეჭიაურმა ნოდარ დუმბაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ზამთარი“ შემოგვთავაზა. ნანა ცინცაძემ კი, ლექსი „სარფიანი დაბანდება“ წაიკითხა. გადაცემის ბოლოს კი საშობაო სიმღერის „ჩემი სიმღერის“ პრემიერა შედგა.
როგორი წელი იყო თქვენთვის 2019 წელი?
საკმაოდ წარმატებული წელი იყო, ექიმი, პოეტი ნანა ცინცაძე ამღერდა კიდეც, ჩავწერეთ 2 სიმღერა. ბათუმში ჩვენი სიმღერის პრემიერა შედგა და ის მთელმა ბათუმმა აიტაცა.
ახალ წელს რას აპირებთ?
ჯერჯერობით არაფერი დაგვიგემავს, გვაქვს გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იქ წავალთ, სადაც უკეთესი იქნება.