LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სთავაზობს ”საქართველოს ბანკი” მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ?

51

”საქართველოს ბანკი” მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი კომფორტისა და მოხერხებულობისთვის, სწრაფ ბიზნეს სესხს სთავაზობს. დღეიდან 10 000 ლარამდე თანხის მიღება შესაძლებელია სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე.

”მათ, ვინც ფლობს სავაჭრო ადგილს ბაზრობაზე, სილამაზის სალონს, მარკეტს, საკონდიტროს, ან მსგავსი ტიპის ნებისმიერი სახის მცირე საწარმოს, ”საქართველოს ბანკის” წარმომადგენელი ადგილზე ეწვევა, სადაც შეივსება განცხადი და კრედიტი დამტკიცდება. მიღებული დაფინანსების გამოყენებას, საკუთარი ბიზნესის წინსვლისა და განვითრებისთვის მომხმარებელი ”საქართველოს ბანკის” პლასტიკური ბარათის საშუალებით შეძლებს, სადაც სასურველი თანხა იქნება დარიცხული. აღნიშნულ, პლასტიკურ ბარათს კი ბანკის წარმომადგენელი, ადგილზევე გადასცემს მცირე ბიზნესის მესაკუთრეს”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურებით: ინტერნეტბანკით და SMS ბანკით. სწრაფი ბიზნეს სესხის თანხა 10 000 ლარამდე განისაზღვრება, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g