LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიანა ჩოლოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

620
BeFunky-collage (4)

მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან გაწერეს. დაკავებული გამომძიებელი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დაწესებულებაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაცვის მხარე სასამართლოს განჩინებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. უფლებადამცველის მტკიცებით, მარიანა ჩოლოანს არც არასრულწლოვანზე და არც სხვა მოწმის სტატუსის მქონე პირზე რაიმე სახის ზეწოლა არ მოუხდენია.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

"მოზარდზე არანაირ იძულებას ადგილი არ ქონია" - ადვოკატი.

რაც შეეხება 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. იკითხებოდნენ მოწმეები, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, რა სახის კითხვები ჰქონდა მათთან გამოძიებას.

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა, რის შემდეგაც ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე დააკავეს, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი

გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 10 დეკემბერს, ჩოლოიანმა, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლუკა სირაძე.

როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლუკა სირაძეს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. უარის შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

“მას სთხოვდნენ, იძულების წესით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ” – სახალხო დამცველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g