LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ დიდველთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 2 მილიონზე მეტი დაჯდება

56

სოფელ დიდველთან მისასვლელი 4-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის გზის მე-17 კილომეტრზე იწყება, გაივლის სოფლ რიკოთს, დიდველს და სოფელ ვარციხეს უერთდება.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს  გზის სავალი ნაწილის, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გაჩერებების, წყალგამტარი მილების და გადასასვლელების  მოწყობას. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ამ დროისათვის მიმდინარეობს: ხელოვნური ნაგებობებისა და სადრენაჟე არხების სამშენებლო სამუშაოები. ასფალტ-ბეტონის საფარი 1,2  კილომეტრზეა დაგებული.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით,  შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 2 542 275 ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.

magti 5g