LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი სააკაშვილზე – “ამ მგზავრმა კიდევ ერთხელ ჩაისვარა”

51

მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადებით გააქარწყლა აზრი, რომ სააკაშვილი „კრემლის აგენტია“.

„რა გასაკვირია, კრემლის არგუმენტები ემთხვევა ზოგიერთი უკრაინელი „ექსპერტის“ აზრებს. ამის შემდეგ კიდევ ვინმე შეძლებს ილაპარაკოს, რომ მე კრემლის აგენტი ვარ?!“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის კარიერა ცუდად დასრულდა.

„ამ მგზავრმა კიდევ ერთხელ ჩაისვარა და უკრაინისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ ამ მრავალმხრივ გამოცდილი ადამიანის მოსვლით ოდესა აყვავდებოდა, შედეგი ნულია”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები