LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანმა ნავთობისა და ოქროს ფასსაც დაარტყა – პროდუქცია საგრძნობლად გაძვირდა

113
KWN-Leeb-II-4222017-864x400-c

ირანმა ნავთობისა და ოქროს ფასებსაც დაარტყა – ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები პროდუქციის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად აისახა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასი 5 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში კი York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – ერთი ბარელი West Texas Intermediate (WTI)-ის ნავთობის ფასი 4.7% პროცენტით გაძვირდა და 65.65 დოლარი გახდა.

არსებულმა სიტუაციამ საგრძნობი გავლენა იქონია ოქროს ღირებულებაზეც, შედეგად – ერთი უნცია ოქროს ფასმა 1,600 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

შეგახსენებთ, ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ამერიკულ ბაზებზე ერაყში, რამდენიმე საათში კი თეირანთან ახლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g