LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი და აშშ ურთიერთობის გაუმჯობესებას იწყებენ – ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

64

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბრისას პუტინმა ტრამპს წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ტრამპმა განიხილეს სირიის საკითხი და შეჯერდნენ, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობა „სრულიად არადამაკმაყოფილებელია“.

პრეზიდენტები თანახმა არიან, სატელეფონო კონტაქტი ხშირად ჰქონდეთ, მოგვიანებით კი პირისპირაც შეხვდებიან.

კრემლში არ ამბობენ, ვისი ინიციატივით განხორციელდა ზარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g