LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა

378
shhotadze

საქართველოს საპროკურორო საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, კიდევ ორი კანდიდატი წარუდგინეს. მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. საპროკურორო საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომას კი წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

“პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ – საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი რგოლის – პროკურატურის მიმართ”, – აღნიშნა გადადგომის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში ირაკლი შოთაძემ, 2 წლის წინ.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge აიტვირთება.

უწყების ინფორმაციით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გარძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g