LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8000 ქონება რეგიონებში – მთავრობა მუნიციპალიტეტებს გასხვისების პროცესში ჩართვას სთავაზობს

130
real

ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია 8000 ქონებაზე რეგიონებში, რომელთა გასხვისების პროცესში მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიურად ჩართვისა და დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩვენ, მაია ცქიტიშვილთანერთად, ვამუშავებთ დეცენტრალიზაციის პროგრამას, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც ჩავრთავთ პრივატიზაციაში. თბილისში, კაბინეტებიდან, დიდი სურვილის მიუხედავად, შეიძლება სათანადოდ ვერ შევაფასოთ რომელიმე პატარა ობიექტის ბიზნესპოტენციალი. ჩვენ 8000 მცირე ქონება გვაქვს შერჩეული, რომლებზეც ვაცხადებთ, რომ მოგვმართოთ მუნიციპალიტეტებმა, რათა ეს ქონება გადავცეთ და შემდეგ თავად მოახდინონ მისი გასხვისება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ესაა დეცენტრალიზაციის სამთავრობო გეგმის ნაწილი, მაგრამ მთავრობა მზადაა, პროცესი დააჩქაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები