დღეს, 30 იანვარს კობი ბრაიანტის მეუღლემ ვანესამ ინსტაგრამზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა მისი ლეგენდარული ქმრისა და 13 წლის ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ.
ვანესა ბრაიანტმა დუმილი დაარღვია, სოცქსელში ვრცელი და გულისამაჩუყებელი წერილი გაავრცელა.
სხვადასხვა თემებთან ერთად ვანესამ შემდეგი დაწერა:
„წარმოუდგენელია ცხოვრება მათ გარეშე. მაგრამ ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დღე, ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, რადგან კობი და ჩვენი პატარა ჯიჯი გზას გვინათებენ. ჩვენი სიყვარული მათ მიმართ უსაზღვროა და ამის გაზომვა შეუძლებელია. მე უბრალოდ მინდა მათ ჩავეხუტო, ვილოცო და დავლოცო. მინდა ისინი აქ იყვნენ, ჩვენთან, სამუდამოდ“.
კობი ბრაიანტი არასოდეს დაფრინავდა ვერტმფრენით ცოლთან ერთად
ვანესას სრული პოსტი:
„ჩემ გოგონებს და მე გვინდა მადლობა ვუთხრათ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს ამ საშინელ დროს. მადლობა ლოცვისთვის. ჩვენ ეს გვჭირდება.
სრულიად გამოფიტულები ვართ ჩემი ქმრის მოულოდნელი დაკარგვით. კობი – საოცარი მამა; ჩემი მშვენიერი, საყვარელი ჯანა – მოსიყვარულე, შესანიშნავი შვილი და არაჩვეულებრივი დაიკო.
ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ ოჯახების მწუხარებას, რომლებმაც კვირას ახლობლები დაკარგეს.
არ გვყოფნის სიტყვები ტკივილის გამოსახატად. არანორმალურად ბედნიერები ვიყავით, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ. მინდა ისინი სამუდამოდ დარჩნენ ჩვენთან.
მადლობა მხარდაჭერისთვის. გთხოვთ პატივისცემა და კონფიდენციალურობა გამოიჩინოთ, რაც დაგვჭირდება ამ ახალ რეალობაში.
ფონდმა Mamba Sports Foundation დააფუძნა ფონდი MambaOnThree, რათა ტრაგედისგან დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს.
დიდი მადლობა თქვენი ლოცვისთვის და კობის, ჯიჯის, ნატალიას, ბიანკას, კაპრის და ჩემი სიყვარულისთვის“.
კობის მეუღლის გარდა კიდევ სამი ქალიშვილი დარჩა: 17 წლის ნატალია, 3 წლის ბიანკა და 7 თვის კაპრი.
ვანესას პოსტმა 4 საათში 5 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა. პუბლიკაციის დროს 350 ათასზე მეტი მხარდაჭერი კომენტარი გაკეთდა.