საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უხანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები აქვს. ცნობილია, რომ კორონავირუსის სიმპტომის მქონე პირებს შორის არიან როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ამ ეტაპზე მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მიერ უხანიდან თვითმფრინავით ევაკუირებულ პირებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში დაეშვა.
საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუაციას ჩინეთიდან ფრანგული მხარე განახორციელებს
უწყების ცნობით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და შედეგად არ დაუდგინდათ კორონავირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე.
აეროპორტში 25 წლის ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, ის ჩინეთში მასწავლებლად მუშაობდა
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში 361-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 17 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევა 26-ს ქვეყანაში გამოვლინდა.
ვირუსის პრევენციის მიზნით, ჩინეთიდან ვიზიტორების ქვეყანაში შესვლა აკრძალა შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ. სამგზავრო შეზღუდვები დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და ინდონეზიამ.
აშშ-მა და ავსტრალიამ საზღვები ჩაკეტეს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბოლო დროის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 259 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 11 000-ს გადააჭარბა.