LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით პაციენტი ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს

808
unnamed (2)

ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენიმე დღეა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით მკურნალობდა, თბილისში გადაიყვანეს. მიზეზად ვირუსის გართულებული ფორმა სახელდება. ინფორმაცია ამის შესახებ სამეგრელოს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ  “რუსთავი 2”-თან საუბრისას დაადასტურა.

ოდიშარია განმარტავს, რომ პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შაბათს შეიყვანეს, კვირას კი თბილისში გადაიყვანეს.

“პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გრიპის გართულება. უნდა ითქვას, რომ დაგვიანებით იყო შემოყვანილი. ანალიზები აღებულია და ხუთშაბათს გახდება ცნობილი, რასთან გვაქვს საქმე,” – აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.

საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები როტერდამში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდგინდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, გრიპის სიმპტომებით სულ  57 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის 14 ბავშვია. ზუგდიდის კლინიკაში ერთი მამაკაცი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g