LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 მედალი: ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა ახალი რეკორდით აღნიშნა

107

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ 2016 წლის განსაკუთრებით წარმატებული სეზონი კიდევ ერთი ტიტულით დახურა.

ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და რეკორდსმენმა, ისრაელის ქალაქ ეილათში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და პირველობა ოქროს მედლით (ასევე 2 მცირე ოქრო ატაცსა და აკვრაში) და ახალი რეკორდით დაასრულა.

ლაშამ პირველი მოძრაობა ატაცი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 205 კილოგრამით დაასრულა, მეორე მცირე ოქროს 235-კილოგრამიანი შტანგის აკვრით დაეუფლა, ორჭიდში კი 440 კილოგრამი მოაგროვა და უახლოეს მდევარს – რუს ანტონ სავჩუკს 42 კილოგრამით აჯობა.

ისრაელში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში სულ 22 მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელ გოგონათა შორის, +75 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ანასტასია გოტფრიდი. გოტფრიდმა ატაცში 118 კგ. დააფიქსირა, აკვრაში 133 კგ. ჯამში კი მისი შედეგი 251 კილოგრამი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g