ჩინეთში კორონავირუსის აღმოჩენისა და მსოფლიო მედიაში ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პირველი სახელმწიფო, რომელმაც განსაკუთრებული ზომები მიიღო, ჩრდილოეთ კორეა იყო. პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო საზღვარი მაშინვე გადაკეტეს (გეგონება მანამდე გახსნილი ქონდათ) და აიკრძალა ყველა ქვეყანასთან მიმოსვლა. თებერვლის თვიდან კი ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. ქვეყანაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა.
ჩრდილოეთ კორეაში ვირუსთან ბრძოლის განსხავებული და სასტიკი ზომებია დაწესებული. უცხოური მედიის ცნობით, აქ ახალი ვირუსის პრევენციის ყველაზე სასტიკი შემთხვევა მოხდა. ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს. მას აეკრძალა სპეციალური ნებართვის გარეშე იზოლირებული შენობის დატოვება და გარეთ გასვლა, თუმცა მას შემდეგ, რაც აკრძალვას არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ აბანოში წავიდა, ის… დახვრიტეს.
განაჩენი გამოტანისთანავე, რამდენიმე საათში მოიყვანეს სისრულეში.
1486 გარდაცვლილი – ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელდება
არადა, უცხოური მედიის ცნობით, დადასტურებული არ იყო ნამდვილად ინფიცირებული იყო თუ არა სივდილით დასჯილი ჩინოვნიკი ახალი კორონავირუსით.
ოფიციალური დასტური ჩრდილოეთ კორეის შესაბამის უწყებაში არ მოიპოვება. გამოცემა “გორდონი” წერს, რომ გამკაცრებული ზომები აქ თებერვლის დასაწყისიდან ამოქმედდა. ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის მოთხოვნით, ნებისმიერი კანონდამრღვევი სამხედრო წესის უმაღლესი ფორმით გასამართლდება, რაც სიკვდილით დასჯას გულისხმობს.