„ზაზა სარალიძემ მშვენივრად იცოდა ყველაფერი. მან იცის ვინ დაიწყო ეს ჩხუბი, როგორ წარმოიშვა და რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. მე ვიცი, რომ ჩემ დისშვილს არავინ არ მოუკლავს, მე ეს ზუსტად ვიცი და ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი“.
დათუნა სარალიძის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბიძამ დიმიტრი კაკუბავამ მედიაცენტრ „მთავარში“ კომენტარი გააკეთა.
„იმ დროს, როცა ასეთი არაკომპეტენტური გამომძიებლები გყავს, შეუძლებელია სრულყოფილი პასუხის გაცემა კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე სინამდვილეში. პირველ დღესვე შეიძლებოდა სრულყოფილი ჩვენებების აღება, მაგრამ რატომღაც აიღეს პაუზა. როდესაც ჩაერთვნენ უფლებადამცველები, ისეთი მოვაჭრეები, მაგალითად როგორიც არი ზვიად კუპრავა, რომელიც იძიებდა ამ საქმეს და ის ხალხი, ვისაც ჰქონდა ინტერესი ამ საქმეში, იმავე წამს აირია ყველაფერი, ყველა ჩვენება, ყველას ინტერესი და მივიღეთ ეს შედეგი. არ შეიძლება ძალოვნები ემორჩილებოდნენ პოლიტიკური ვაჭრობის ნარატივს“.
რატომ შეცვალა ჯანაშიამ ჩვენება: მიხეილ კალანდია პროცესზე არ მივიდა
კაკუბავამ აღნიშნა, რომ ექსპერტიზიდან წარმოუდგენელი პასუხები მოვიდა.
“როდესაც აკეთებენ ექსპერტიზას და გამოძიება არ უსვამს კითხვას ექსპერტს, როდესაც ხვდება, რომ ვერ მიიღებს სასურველ პასუხს, იღებს იმ პასუხს, რაც მას სჭირდება. გამოძიებამ აიძულა ჯანაშია განეხორციელებინა წარმოუდგენელი საპროცესო შეთანხმება. პროკურატურამ საკუთარ თავს გაუკეთა საპროცესო იმისათვის, რომ გამოძვრეს ამ საქმიდან, იქ, სადაც აღმოჩნდა საკუთარი არაკომპეტენტურობისა და არასწორი მიდგომის გამო”.
21 თებერვალს მოსამართლეს მივუტან გამამართლებელი განაჩენის პროექტს – კალანდიას ადვოკატი
გახმაურებული საქმის ახალ დეტალებზე მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ შეისწავლა შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა, სადაც გამოიკვეთა ისეთი დეტალები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მომხდართან, გამოძიებამ კი, თავის დროზე, ამ მასალას ყურადღება არ მიაქცია. მისი თქმით, ფოტოებზე ასახულია სასკოლო ნივთები და ფარდულის კედლებზე არსებული სისხლის შხეფები, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
„ის, რასაც მე 21 თებერვალს წავიკითხავ, იქნება ზუსტი ანალიზი იმისა, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე და მოსამართლე მასში ცვლილებას ვერ შეიტანს“ – ეს განცხადება მან დღეს გააკეთა.
გარდა ამისა, ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ისაუბრა ამ კონკრეტული საკითხის პოლიტიკურ ჭრილზეც. ის ხელისუფლებას ადანაშაულებს ამ საქმის კიდევ უფრო გართულებაში, რადგან მიიჩნევს, რომ მათ არ მოახდინეს დროული რეაგირება. ხოლო, რაც შეეხება გამომძიებელებს, ადვოკატი მათ არაკომპეტენტურად მიიჩნევს.
„მე ვერ მივიღე პასუხი თითქმის ყველა იმ კითხვაზე, რაც დავუსვი გამომძიებლებს, რაც მათ კომპეტენტურობას საეჭვოს ხდის.“
ზურაბ თოდუა, მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას, არ გამოიყენონ ეს შემთხვევა სათავისოდ და არ ეცადონ პირადი სარგებლის მიღებას, რათა საქმე შეფასდეს არა პოლიტიკურად, არამედ, სამართლებრივად.
გამოძიება, მიხეილ კალანდიას, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დაასრულეს მტკიცებულებების წარდგენა. 21 თებერვალს კი, გაიმართება დასკვნითი ეტაპი, სადაც დაცვის მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას.