ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ემიგრაციით არის გამოწვეული. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩანაცვლებით ვერ მოგვარდება.
ტომარაძის განმარტებით, უცხოელების მასიურად ჩამოსვლა და დაფუძნება ჩვენს ქვეყანაში, ეთნო-კულტურული ბალანსის ცვლილებას გამოიწვევს და თუ ასე გაგრძელდება, მკვიდრი მოსახლეობა უმცირესობაში დარჩება.
როგორც ზვიად ტომარაძე განმარტავს, იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა უცხოელებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2015 წლიდან დღემდე საქართველოში ირანის მოქალაქეებზე 10 991, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაა გაცემული. მეორე ადგილზეა რუსეთი – მის მოქალაქეებზე გაცემულია 693 ნებართვაა გაცემული, ხოლო მესამეზეა უკრაინა, 225 მაჩვენებლით.
„დავინტერესდი ოფიციალური მონაცემებით, რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები და რამდენია მათი ოდენობა. 2015 წლიდან (როცა დაიწყო მოკლევადიანი ნებართვების გაცემა) დღემდე პირველ ადგილზე არის ირანი. ირანის მოქალაქეებზე გაცემულია 10 991, თითქმის 11 000 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ეს რას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ 11 000 საცხოვრებლი სახლი, ბინა არის გაყიდული ირანის მოქალაქეებზე.
შეიძლება ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო მეტი იყოს, რადგან შეიძლება ირანის სხვა მოქალაქეებმაც შეიძინეს ბინა, თუმცა, ჯერჯერობით, გადმოსვლას არ ჩქარობენ. მეორე ადგილზე არის რუსეთი, სულ რაღაც 693 ნებართვაა გაცემული. მესამეზეა უკრაინა – 225 ბინადრობის ნებართვაა გაცემული.”- განაცხადა ტომარაძემ.
უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის მოპოვება ძვირდება – კალაძემ გუნდის ინიციატივა წარადგინა
ტომარაძე ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გამარტივებულია ბინადრობის უფლებების გაცემის პირობების, რასაც სახელმწიფო უარყოფს.
“ადრე, თუ 35 ათასი დოლარის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვება, ახლა უკვე, 2019 წლიდან შესაძლებელია 100 ათას დოლარზე ზევით. ისინი ამბობდნენ, რომ წესები გამკაცრდა. თუმცა, ოფიციალური მონაცემები, რომელიცაა იუსტიციის სახლიდან და მივიღეთ 1 კვირის წინ გვეუბნება სხვა რამეს. თუ ირანის მოქალაქეებზე 2018 წელს გაცემული იყო 4 643 ბინადრობის ნებართვა, 2019 წელს 5 652. ტემპი ზრდადია“, – აცხადებს ტომარაძე.
მისივე თქმით, საკუთრების შეძენის საფუძველზე უცხოელებისთვის მოკლევადიანი ბინადრობის უფლების მიცემა უნდა აიკრძალოს.