გერმანიის პოლიციამ ”ბარსელონას” ემბლემის ფორმის ექსტაზის ტაბლეტები აღმოაჩინა. როგორც ჩანს, ფეხბურთი ნარკოდილერებსაც უყვართ.
გერმანელმა პოლიციელებმა ქალაქ კიოლნის ახლოს ექსტაზის აბების მთელი პარტია აღმოაჩინა, რომელთაც კატალონიური კლუბის ემბლემის ფორმა ჰქონდათ. აბების ნაწილი კი ”პორშეს” ემბლემის ფორმის იყო. გამოცემა AS-ის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.
ექსტაზი ამფეტამინის ნახევრად სინთეტიკური, ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უდიდეს ნაწილში აკრძალულია.